ევროკავშირის საბჭომ სირიასთან დაკავშირებით სტრატეგია დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ, რომელშიც ამ ორგანიზაციის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, სირიაში კონფლიქტის მგზავრების სტრატეგია მიიღეს. ამის შესახებ მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა.
დოკუმენტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება: ესენია, ომის დასრულება პოლიტიკური დიალოგის გზით, ჰუმანიტარული დახმარების გზით მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენა, დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების და სიტყვის თავისუფლების გზით სამოქალაქო თავისუფლების მიღწევა, ასევე იმ პირთა დასჯა, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, და გარდამავალ პერიოდში სირიის საზოგადოების და მოსახლეობის სხვა სახის მხარდაჭერა.
ცნობისთვის, ბრიუსელში 4-5 აპრილს სირიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები