რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურა პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ ტელეკომპანია  RT-ის ეთერში პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე კერენოიმ განაცხადა.
მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში პროკურატურის და სხვა უწყებების თანამშრომლები მუშაობას დაიწყებენ, რათა “ტერაქტის შედეგები მინიმალური იყოს და დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, ვინც ტერაქტი მოაწყო“.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში ერთი აუფეთქებელი ბომბი აღმოაჩინეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ბოლო ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ მეტროში 2 აფეთქება მოხდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა ერთ აფეთქებას. 22 ადამიანი საავადმყოფოებშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები