პეტერბურგის მეტროში გამნაღმველები მუშაობენ
პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი ტერაქტის შემდეგ იქიდან მგზავრების სრული ევაკუაცია განხორციელდა. ამჟამად მეტროში გამნაღმველები მუშაობენ. ისინი ბომბებს ეძებენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მეტროპოლიტენი ამჟამად გაჩერებულია და ყველა სადგური დაიკეტა. თავდაპირველად ადგილობრივმა ხელისუფლებამ 8 სადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ შემდეგ, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქის მეტროს მუშაობა მთლიანად შეწყდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითნაკეთი იყო და მასში რკინის ელემენტები იყო დამონტაჟებული.
ბოლ ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ მეტროში 2 აფეთქება მოხდა, თუმცა მოგიანებით გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა ერთ აფეთქებას.