10 დაღუპული, 50 დაჭრილი – პეტერბურგში პანიკაა (ფოტოკოლაჟი)

სანკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. რუსეთის სამართალდამცველი უწყებების ინფორმაციით, ასაფეთქებელ მოწყობილობაში რკინის დეტალები იყო ჩამონტაჟებული, რამაც აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად გაზარდა.
როგორც სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, ქალაქში პანიკაა. მეტრო დაიხურა, ხოლო ხალხი სამსახურებიდან სახლებში გაუშვეს.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი და სპეცტექნიკა იმყოფება.
ცნობისთვის, აფეთქება სანკტ-პეტერბურგში, მეტროსადგურ “ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე“ დღისით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები