რუსეთის სამართალდამცველი უწყებები: სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება ტერაქტი იყო (ვიდეო)

რუსეთის სამართალდამცველი უწყებების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქება ტერაქტი იყო. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაში რკინის ელემენტები იყო, რათა მაქსიმალური დაზიანებები გამოეწვია.
აფეთქებას სანკტ-პეტერბურგში დღეს მყოფი რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, “განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერაქტიც.
ცნობისთვის, აფეთქება სანკტ-პეტერბურგში, მეტროსადგურ “ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე“ მოხდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. „ბი ბი სის“ ცნობით, დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები