პუტინი სანკტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც დღეს ტერაქტი მოხდა (ვიდეო)

სანკტ-პეტერბურგში, სადაც დღეს მეტროში ტერაქტი მოხდა, ამჟამად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფება. პუტინი ყოველწლიური მედიაფორუმის პლენარულ სხდომაში მონაწილეობს, რომელიც რუსეთის სახალხო ფრონტი მეირ არის ორგანიზებული.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, პუტინი ტერაქტის შესახებ ინფორმირებულია.
ცნობისთვის, აფეთქება სანკტ-პეტერბურგში, მეტროსადგურ “ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე“ მოხდა. თვითმხილველები ტვიტერში წერენ, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები