ტრამპის სიძე ერაყში ჩაფრინდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, მთავარი მრჩეველი ჯარედ კუშნერი ერაყში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის  შესახებ ტელეკომპანია „სი ენ ენი“ იუწყება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, კუშნერი ერაყში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯოზეფ დანფორდის მიწვევით ჩავიდა.
ერაყში ჯარედ კუშნერის ვიზიტის მიზანი და პროგრამა არ საჯაროვდება. ექსპერტების აზრით, ის ადგილზე გაეცნობა ტერორისტულ დაჯგუფებასთან, “ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხებს. ამჟამად გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ მოსულის დასაკავებლად მიმდინარეობს.
ტელეკომპანია „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ჯარედ კუშნერს, რომელიც დონალდ ტრამპის შვილის, ივანკა ტრამპის მეუღლეა, დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს, მაგრამ ამან მაღალი თანამდებობის დაკავებაში ხელი არ შეუშალა. ასევე, ამერიკულ პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანკა ტრამპი სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად მონაწილეობს და მას დონალდ ტრამპზე დიდი გავლენა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები