ეუთო სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს აკრიტიკებს

ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ სომხეთში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გააკრიტიკა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნებზე დაფიქსირებულია ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა საარჩევნო პროცესის მსვლელობაში. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
ეუთოს განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, ხოლო ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მასში მონაწილეობა მიეღო. ამასთანავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნო პროცესში აქტიურად ერეოდნენ.
გარდა ამისა, ეუთო სახელმწიფო მოხელეებზე და კერძო სექტორის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
ცნობისთვის, სომხეთში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. მან ხმათა 49,12 პროცენტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები