პოლონეთი კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფაში რუს დისპეტჩერებს ადანაშაულებს

პოლონეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს სერიოზული ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს მომხდარ ავიაკატასტროფაში რუსი დისპეტჩერები არიან დამნაშავეები. მაშინ, ავოიაკატასტროფის შედეგად, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია, ასევე პოლონეთის ხელისუფლების და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა დაიღუპა.
როგორც პოლონეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, მარეკ პოშენეკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები შეაგროვა, რაც საშუალებას აძლევს პროკურატურას, რომ რუსი ავიადისპეტჩერები და „მესამე პირის” მიმართ ახალი ბრალდებები წამოაყენოს.
პოლონეთის პროკურატურას აქვს ინფორმაცია, რომ სამეთვალყურეო კოშკში „მესამე პრი“ იმყოფებოდა, რომელსაც წესით, იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები