მექსიკაში ჟურნალისტის მკვლელობის გამო გაზეთი დაიხურა

ჟურნალისტის მკვლელობის გამო, მექსიკაში გაზეთი  “Norte de Ciudad Juarez”-ი დაიხურა. გაზეთის რედაქციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას გამოსული ნომერი ბოლო იყო. ამის შემდეგ გაზეთს მხოლოდ ინტერნეტვერსია ექნება.
გაზეთის ჟურნალისტი მიროსლავა ბრიჩი მექსიკაში მარტში მოკლეს. ის ჩიხუახუას შტატში ორგანიზებულ დანაშაულზე და კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე წერდა. ჟურნალისტს 8-ჯერ ესროლეს. მკვლელმა წერილი დატოვა „ ეს იმისთვის, რომ ძალზე ხმამაღლა ლაპარაკობდი“.
1992 წლიდან მექსიკაში 35 ჟურნალისტი მოკლეს, რომელთა დიდი ნაწილი დამნაშავეებმა წამებით მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები