სომალელმა მეკობრეებმა ინდური გემი გაიტაცეს

სომალელმა მეკობრეებმა ინდური სავაჭრო გემი გაიტაცეს, რომელიც დუბაიდან იემენში მიდიოდა. მის ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა “India Today” იუწყება.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეკობრეები გემს მიუახლოვდნენ, ყვიროდნენ, რომ სასმელი წყალი სჭირდებოდათ და შემდეგ გემი გაიტაცეს.
წელს სომალის სანაპიროსთან მეკობრეები კვლავ გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე გემის გატაცება შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები