ტრამპი: თუ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხს არ მოაგვარებს, მაშინ მას ჩვენ მივხედავთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხს არ მოაგვარებს, მაშინ მას შეერთებული შტატები მიხედავენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტრამპმა ასევე დაამატა, რომ პეკინს ფხენიანზე ზეგავლენის უდიდესი პოტენციალი აქვს.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიმოქმედებს აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ვაშინგტონში იზრდება შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ფხენიანი საბოლოოდ ბირთვულ იარაღს შექმნის, რომლითაც ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით აშშ-ის ტერიტორიზე დარტყმის განხორციელების საშუალება ექნება.
ტრამპმა ეს განცხადება ჩინეთის ლიდერთან, სი ცზინპინთან შეხვედრის წინ გააკეთა. მოლაპარაკება ფლორიდაში გაიმართება.