სერბეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ვუჩიჩმა გაიმარჯვა

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. წინასწარი ინფორმაციით, მან ამომრჩეველთა ხმების 55% მიიღო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, საშა იანკოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 165% მიიღო. საერთო ჯამში, არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობდა.
ვუჩიჩმა ბელგრადში თავის მომხრეებს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ფორმირება მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოხდება.
ვინაიდან ვუჩიჩმა არჩევნებში 55 პროცენტი მიიღო, მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი აღარ იქნება.
სერბეთის დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკოსები შიშობენ, რომ მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვება ამ პოლიტიკური ძალის ხელში მთელ ძალაუფლებას გააერთიანებს, რაც დემოკრატიას დაემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები