„ლენინი – პრეზიდენტია“  – ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს (ფოტოკოლაჟი)

ეკვადორში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტების კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ლენინ მორენომ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 51% მიიღო. ყოფილმა ბანკირმა და კონსერვატორმა, გილიერმო ლასომ ხმათა 49% მიიღო.
ეკვადორის საარჩევნო საბჭოს არჩევნების შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, მაგრამ მოქმედმა პრეზიდენტმა, რაფაელ კორეამ ტვიტერში დაწერა, რომ მორენოს გამარჯვება გარდაუვალია, ვინაიდან ის კონკურენტს 200 ათასი ხმით უსწრებს.
ეს ჩვენი სამშობლოს უდიდესი გამარჯვებაა. ეკვადორში რევოლუციის გამარჯვება დაბრუნდა. ლენინი პრეზიდენტია – დაწერა კორეამ ტვიტერში.
თავის მხრივ, გილიერმო ლასომ მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ეკვადორში ათასობით მომიტინგე ქუჩაში გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები