კოლუმბიაში მომხდარი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 254-მდე გაიზარდა

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 254-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰუან მანუელ სანტოსის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 43 ბავშვია.
ყველაზე მეტად მოკოას მუნიციპალიტეტი დაზარალდა, სადაც პრეზიდენტი პირადად გაემგზავრა.
მეწყერები ძლიერმა წვიმებამ გამოიწვია, რასაც მდინარეების ადიდება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და სამხედროები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები