წინასწარი მონაცემებით, სომხეთის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი “რესპუბლიკური პარტია” ლიდერობს. ეგზიტპოლების თანახმად, პარლამენტში კიდევ 3 პარტია შევა.

არსებული მონაცემებით, ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: 46% მმართველ რესპუბლიკურ პარტიას აქვს, მას ბლოკი “ცარუკიანი” 25%-ით მოსდევს, შემდეგ ოპოზიციური ბლოკი “ელკი” მოდის 10%-ით. 5%-ით მეოთხე ადგილს პარტია “სომხური აღორძინება” იკავებს.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2,5 მილიონია. იმისათვის, რომ პარტია პარლამენტში შევიდეს, მან 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, ბლოკებმა – 7%-იანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები