სომხეთში არჩევნების ეგზიტპოლის პირველადი მონაცემები ცნობილია

სომხეთში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის პირველადი მონაცემები ცნობილია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „იერკირ მედიის“ დაკვეთით ჩატარებული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი რესპუბლიკური პარტია ლიდერობს და მას მხარი ამომრჩეველთა 46 %-მა დაუჭირა.

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზე 25 %-ით ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის პოლიტიკური ბლოკია, ხოლო მესამე ადგილს პოლიტიკური გაერთიანება „ელქი“ (გამოსავალი) იკავებს.

5% -იანი ბარიერი პოლიტიკურმა პარტია „დაშნაკ ცუცუნმა“ გადალახა, დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა 4%- იდან 2 %-მდე დააგროვეს, რაც პარლამენტში მოსახვესრად საკმარისი არააა.

ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.

არჩევნებში სულ ხუთი პოლიტიკური პარტია და ოთხი ბლოკი მონაწილეობს. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პარტიებმა ხუთი, ბლოკებმა კი შვიდ პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ.

არჩევნები პირველად მიმდინარეობს პროპორციული სისტემით, პარტიული სიების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები