მოსკოვში აქციის გამართვის მცდელობისთვის დაკავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან

მოსკოვის ცენტრში არასანქცირებული აქციის გამართვისთვის დაკავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიის ჟუნრალისტები აცხადებენ, დაკავებულთა შორის არასრულწლოვანებიც არიან. ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობა ნაციონალისტური ორგანიზაციებისა და დაჯგუფებათა წარმომადგენლები არიან. ორგანიზაცია „ახალი ოპოზიციის“ წარმომადგენლის, რომან კოვალევის ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ.
რუსული მედიის ცნობით, 20 აქტივისტი ტრიუმფალურ მოედანზე დააკავეს, ხუთი პირის დაკავება კი მანეჟის მოედანზე მოხდა. „დოჟდის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოქალაქეები 2 აპრილს არასანქცირებული აქციაში მონაწილეობის შესახებ გააფრთხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები