შვეიცარიაში, სასკოლო ავტობუსის ამობრუნებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

შვეიცარიაში, სასკოლო ავტობუსი, ამობრუნდა და სამი ადამიანი იმსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტუბუსში 52 მოსწავლე და 7 მასწავლებელი იმყოფებოდა, მათგან 6-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, დანარჩენებს კი საშუალო და მსუბუქი დაზიანებები აქვთ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობილია, რომ ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსში მგზავრებს ეძინათ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები