პაკისტანის, სამლოცველოში 20 ადამიანი მოკლეს

პაკისტანში, პანჯაბის პროვინციაში სუფისტების სამლოცველოში 20 ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი შენობის მცველია.
ერთ-ერთმა გადარჩენილმა პოლიციას განუცხადა, რომ შენობის მცველი აბდულ ვაჰიდი მათ თავის ოთახში უხმობდა და მოწამლულ საჭმელს აძლევდა. შემდეგ კი, მან და მისმა თანაშემწეებმა ხანჯლით და ჯოხით ადამიანები დახოცეს.
ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა გადარჩენილმა ქალბატონმა გააჟღერა, რომელიც შენობიდან გაქცევას ორგანიზებდა.
ადგილობრივი პოლიცია განგაშის შემდეგ შევარდა შენობაში და აბდულ ვაჰიდი თანამზრახველებთან ერთად დააკავა.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები