ეგვიპტეში აფეთქებისას პოლიციელები და გამვლელები დაშავდნენ

ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტის შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ტანტას რაიონში, მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული მოტოციკლი პოლიციელთა გადამზადების ცენტრთან აფეთქდა. დაშავებულთაგან 13 პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირია, რომელიც შემთხვევითი გამვლელები იყვნენ.მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები