მოსკოვში 30-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

მოსკოვში, არასანქცირებული აქციის გამართვის მცდელობისთვის სამართალდამცველებმა 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინციდენტი დედაქალაქის ცენტრში, ტრიუმფალურ მოედანზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა დაკავებულია, ხოლო ნაწილმა კი ტერიტორიის დატოვება მოახერხა. მოსალოდნელი საპროტესტო აქციის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციას რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტილი ჰქონდა. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა ტვერსკის ქუჩაზე მისასვლელი გზა გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები