საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუგა კუზანოვმა პირველი ოპერაციები ჩაატარა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ცენტრთან დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა გუგა კუზანოვმა პირველ ეტაპზე ოთხი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, კერძოდ:
სამი სეპტორინოპლასტიკა, რაც გულისხმობს, ცხვირის შინაგან სტრუქტურათა აღდგენას, ძგიდის დეფორმაციების გასწორებას ცხვირით სუნთქვის ფუნქციის გასაუმჯობესებლად;
ერთი აურიკულოპლასტიკა – ოპერაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვასწოროთ ყურის ნიჟარის ფორმა, შევცვალოთ მისი ზომა, ასევე აღვადგინოთ ყურის ნიჟარა მისი არარსებობის შემთხვევაში. ოპერაციები ყურის ნიჟარაზე, არ მოქმედებენ სმენაზე.
ცენტრის გადაწყვეტილებით, პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში ნებისმიერი სახის ოპერაციაზე მაისის ბოლომდე 20-პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუგა კუზანოვთან უფასო კონსულტაციები კვლავ გრძელდება.
ცნობისათვის – საჩხერის სამედიცინო ცენტრის მომსახურებას 2017 წლიდან დაემატა პლასტიკური ქირურგიის განყოფილება, სადაც გუგა კუზანოვი თბილისიდან პერიოდულად ჩავა და, უფასო კონსულტაციების პარალელურად, ოპერაციებსაც ჩაატარებს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები