მოსკოვში ცენტრალური მოედნები გადაიკეტა

მოსკოვში სამართალდამცველებმა მანეჟისა და წითელი მოედნები გადაკეტეს. შეზღუდვა მოსალოდნელ საპროტესტო აქციას უკავშირდება, რომელიც „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებული არ არის.
მანეჟის მოედნისა და ალექსანდროვის ბაღის სიახლოვეს რკინის ბარიერები დაამონტაჟეს. მოედანზე პოლიციის თანამშრომლები პატრულირებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ბევრი სამართალდამცველია. ამ დროსითვის, როგორც ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება , დაკავებულია 4 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები