სოფიო ქაცარავა და ნიკოლოზ ნათენაძე ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა დელეგაციას შეხვდნენ
ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის წევრს, ატილა ლინსს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, რაც, მათივე შეფასებით, ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე. მხარეები საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
ატილა ლინსმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ბრაზილია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.