ნიკოლოზ ნათენაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის კონფერენციაში მონაწილეობს

????????????????????????????????????

ბანგლადეშში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. კონფერენცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეის პარალელურად იმართება.

პარლამენტების გენერალური მდივნები ეფექტური საკანონმდებლო საქმიანობისა და  საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ საუბრობენ.  კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და პარლამენტების აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები