საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირის მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ბანგლადეშში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტზე – „პარლამენტის როლი სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეში ჩაურევლობაში” იმსჯელეს. განხილვის შემდეგ დებატები გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ქართულმა მხარემ უკრაინის დელეგაციის შენიშვნები გაიზიარა და კენჭისყრაზე შესაბამისი პოზიცია დააფიქსირა.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია პარლამენტების პასუხისმგებლობა დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის, შიდა უთანხმოების მშვიდობიანად, დიალოგის გზით მოგვარებისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის თავიდან აცილების საკითხებში. პროექტში ასევე საუბარია საპარლამენტო დიპლომატიის კონსტრუქციული და პრევენციული ხასიათის ბუნებაზე, მათ შორის, მის შესაძლებლობაზე, განმუხტოს დაძაბულობა და მშვიდობიანად გადაჭრას კონფლიქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები