დღეს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

დღეს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ის პირველად ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ, სომხეთი საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის, რაც პარლამენტის როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ზრდის.
არჩევნებში 5 პარტია და 4 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. დამკვირვებლები სიურპრიზებს არ ელოდებიან და მმართველი პოლიტიკური ძალებისა და მათი მოკავშირეების გამარჯვებას პროგნოზირებენ. ესენია სომხეთის სახალხო პარტია და ბლოკი „ცარუკიანი“. ისინი ერთად, სავარაუდოდ, სადეპუტატო მანდატების 75-80%-ს მიიღებენ.
არჩევნებს 28 ათასი ადგილობრივი და 640 უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები