კოლუმბიაში მეწყერს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში 200 მეტი ადამიანი დაიღუპა ჩამოწოლილი მეწყერის დროს, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 206 ადამიანი.
გარდაცვლილთთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. კოლუმბიის არმიის მონაცემებით, მეწყერს 254 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი კი კი 193 გარდაცვლილზე საუბრობს.„დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ვითარება გულს მიკლავს“, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ბევრი მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში კოლუმბიის 1100 ჯარისკაცი და პოლიციელი მონაწილეობს.|რამდენიმესაათიანმა ძლიერმა წვიმამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეწყერი გამოიწვია. პრეზიდენტი ყველაზე დაზარელებულ პუტუმაიოს რაიონს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები