სომხეთში 2 აპრილს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

 

2 აპრილს, კვირას, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ის პირველად ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ, სომხეთი საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის, რაც პარლამენტის როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ზრდის.
არჩევნებში 5 პარტია და 4 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. დამკვირვებლები სიურპრიზებს არ ელოდებიან და მმართველი პოლიტიკური ძალებისა და მათი მოკავშირეების გამარჯვებას პროგნოზირებენ. ესენია სომხეთის სახალხო პარტია და ბლოკი „ცარუკიანი“. ისინი ერთად, სავარაუდოდ, სადეპუტატო მანდატების 75-80%-ს მიიღებენ.
არჩევნებს 28 ათასი ადგილობრივი და 640 უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები