პარაგვაიში საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)

პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში პოლიციამ საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე მოკლა. კიდევ ოთხი მომიტინგე დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიცია პარლამენტის შენობაში შეიჭრა, რომელიც მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაიკავეს და რეზინის ტყვიებით ცეცხლი გახსნა. ერთ-ერთ აქტივისტს ტყვია თავში მოხვდა და სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.
ცნობისთვის,  პარაგვაის დედაქალაქში მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს და ცეცხლი მოუკიდეს. ისინი აპროტესტებდნენ კანონს, რომელიც პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევის უფლებას აძლევს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
1992 წელს მიღებული კონსტიტუციის მიხედვით, პარაგვაიში პრეზიდენტს მხოლოდ ერთი ვადით არჩევის უფლება აქვს.
პარაგვაის პრეზიდენტს, ორასიო კარტესს, რომელსაც უფლებამოსილება 2018 წელს ეწურება, ამ შეზღუდვების მოხსნა სურს. პარლამენტის ზედა პალატა – სენატი ამ საკითხის განსახილველად, საიდუმლო სხდომაზე შეიკრიბა, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები