უკრაინას საბრძოლო იარაღს კანადა მიაწვდის

უკრაინის და კანადის თავდაცვის სამინისტროები მომავალ კვირას თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ. სააგენტო “უკრინფორმის“ ინფორმაციით, ეს საშუალებას მისცემს უკრაინას კანადის საბრძოლო იარაღის ბაზარზე წვდომა ჰქონდეს.
როგორც კანადაში უკრაინის ელჩი ანდრეი შევჩენკო აცხადებს, კანადა უკრაინას Automatic Firearms Country Control List-ში დაამატებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კიევსა და ოტავას შორის შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა კანადაში უკრაინის თავდაცვის მინისტრის, სტეპან პოლტორაკის ვიზიტის დროს იგეგმება. ამჟამად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები