სირიის საკითხზე ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა

ჟენევაში დასრულდა სირიის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკება. დისკუსია დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდა.  კონკრეტული შედეგი უცნობია.
გაეროს წარმომადგენლის, სტეფან დე მისტურას განცხადებით, მხარეებმა ახალი კონსტიტუციის, არჩევნების ჩატარების, დროებითი ხელისუფლების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. ასევე განიხილება სამშვიდობო შეთანხმების შესრულების საკითხი, ვინაიდან სირიის რამდენიმე რაიონში საბრძოლო მოქმედებები განახლდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სირიის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 3-4 აპრილს ასტანაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები