კანადამ ერაყში სამხედრო ინსტრუქტორების მისია 2017 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა

კანადის ხელისუფლებამ ერაყში სამხედრო ინსტრუქტორების მისია 2017 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
„მისიის გაგრძელება საშუალებას გვაძლევს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მხრივ ახალი ტაქტიკა შევიმუშავოთ.  ერაყში კანადის შეიარაღებული ძალები მომდევნო სამი თვის განმავლობაში უცვლელად დარჩება. ჩვენი ინსტრუქტორები ბრძოლის ველიდან საკმაოდ შორს იმყოფებიან და საბრძოლო მოქმდებებში არ მონაწილეობენ” -აცხადებენ კანადის სამხედრო უწყებაში.
კანადის თავდაცვის მინისტრის სინგხ საჯანის განცხადებით, ეს ქვეყანა ნატოს პარტნიორებთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს, თუ როგორ იმოქმედოს მომავალში „ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის საკითხში.
ამჟამად კანადას ახლო აღმოსავლეთში 830 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს მივლინებული. ეს, ძირითადად, სამხედრო ინსტრუქტორები და ავიაბაზებზე მომუშავე პერსონალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები