ტრამპმა ვიეტნამის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიეტნამის ლიდერს, ტრან დაი ქუანგს წერილი გაუგზავნა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
კერძოდ, ტრამპმა მოუწოდა ვიეტნამის ხელისუფლებას უფრო აქტიური თანამშრომლობისკენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში.
ცნობისთვის, ტრამპი მომავალ კვირას ფლორიდაში ჩინეთის ლიდერს, სი ცზინპინს შეხვდება. ეს შეხვედრა ჩინეთსა და ამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ზღვასთან დაკავშირებით კამათის ფონზე შედგება. ჩინეთს მთელ ზღვაზე აქვს პრეტენზია, მაშინ, როდესაც ტაივანი, მალაიზია, ვიეტნამი, ფილიპინები და ბრუნეი ამ პოზიციას არ იზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები