რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ლავროვის უწყება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებას პასუხობს. ტილერსონმა ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის ქმედებას უკრაინაში აგრესია უწოდა.
„სამწუხაროა, რომ ეს განცხადება ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრიდან მეორე დღეს გაკეთდა. ამ შეხვედრაზე ფართო საკითხები იყო განხილული და ის, გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა“, – აღნიშნულია რუსთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მოკავშირეებთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ნატოს საპასუხო ნაბიჯებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები