აშშ-ის სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ ტერორისტებმა ბომბი შექმნეს, რომელიც სკანერებისთვის უხილავია

შეერთებული შტატების სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, მათ შორის „ისლამურმა სახელმწიფომ“ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები შექმნეს, რომლებსაც უსაფრთხოების სკანერები ვერ აფიქსირებენ. ამის შესახებ ტელეკომპანია „სი ენ ენი“ იუწყება.
ასაფეთქებელი მოწყობილობების „კონტეინერის“ ფუნქციით ტერორისტებს ლეპტოპების აკუმულატორების გამოყენება შეუძლიათ. FBI-ის ინფორმაციით, ასეთი მეთოდით დამზადებული ბომბების აღმოჩენა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურებისთვის დიდი პრობლემა იქნება.
“სი ენ ენის“ წყაროების ცნობით, სწორედ ამის გამო აიკრძალა რამდენიმე ავიაკომპანიის თვითმფრინავების სალონში ელექტრონული მოწყობილობების შეტანა. ამ რეისების მგზავრებმა ყველა ელექტრონული მოწყობილობა, მობილური ტელეფონების გარდა, ბარგში უნდა ჩააბარონ. საუბარია რეისებზე, რომლებიც აშშ-ზე მუსლიმებით დასახლებული ქვეყნებიდან დაფრინავენ.
ამ საფრთხის გამო, თვითმფრინავის ბორტზე ელექტრონული მოწყობილობების შეტანაზე აკრძალვა დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები