ავსტრიაში 18 წლამდე ახალგაზრდა პირებისთვის სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება

ავსტრიის 9-ვე რეგიონის ახალგაზრდულ საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს 18 წლამდე ახალგაზრდა პირებისთვის სიგარეტის გაყიდვის აკრძალვას. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინიციატივით ავსტრიის ოჯახის და ახალგაზრდების საკითხებში მინისტრი სოფი კარმასინი გამოვიდა. ამჟამად ავსტრიაში თამბაქოს ნაწარმის და სიგარეტის გაყიდვა 16 წლამდე ახალგაზრდა პირებისთვის არის აკრძალული.
აკრძალვა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. ამის შემდეგ ევროპაში მხოლოდ სამი ქვეყანა დარჩება, სადაც სიგარეტის გაყიდვა 16 წლის შემდეგ დაშვებულია – ესენია ბელგია, ლიხტენშტეინი და ლუქსემბურგი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები