ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად ორ ბრძანებულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორ ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რომლებმაც, მისი თქმით, აშშ-ის სამრეწველო კომპლექსის აღორძინებას ხელი უდნა შეუწყოს. ამის შესახებ “ბი ბი სი” იუწყება.
ტრამპმა ბრძანებულებებს ხელი  აშშ-ში ჩინეთის ლიდერის, სი ცზინპინის ვიზიტის წინ მოაწერა. თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს.
ერთი ბრძანებულებით, ტრამპმა აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების შესწავლა დაავალა,  რათა სავაჭრო დეფიციტის მიზეზები იქნას შესწავლილი.
მეორე ბრძანებულებით კი ტრამპი აშშ-ისთვის არამომგებიან ეკონომიკურ ქმედებებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები