პარაგვაიში დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობას ცეცხლი მოუკიდეს

პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს და ცეცხლი მოუკიდეს. ისინი აპროტესტებდნენ კანონს, რომელიც პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევის უფლებას აძლევს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
1992 წელს მიღებული კონსტიტუციის მიხედვით, პარაგვაიში პრეზიდენტს მხოლოდ ერთი ვადით არჩევის უფლება აქვს.
პარაგვაის პრეზიდენტს, ორასიო კარტესს, რომელსაც უფლებამოსილება 2018 წელს ეწურება, ამ შეზღუდვების მოხსნა სურს. პარლამენტის ზედა პალატა – სენატი ამ საკითხის განსახილველად, საიდუმლო სხდომაზე შეიკრიბა, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები