მოკპოს პორტში 2013 წელს ჩაძირული კორეული ბორნის ტრანსპორტირება მოხდა

მოკპოს პორტში სამხრეთ კორეული ბორნის, „სევოლის“ ტრანსპორტირების ოპერაცია დასრულდა. ბორანი 2013 წელს ჩაიძირა. ფსკერიდან მისი ამოყვანა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
7 ათას ტონიანი გემი 40 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. მისი ამოყვანის ოპერაცია გასული წლის ზაფხულში დაიწყო.
ახლა ბორანს მშრალ დოკში მიიყვანენ, სადაც სპეციალისტები კორპუსს შეისწავლიან და შეეცდებიან დაადგინონ თუ რის გამო ჩაიძირა ბორანი. ასევე სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ 9 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ცხედარი იქნება ნაპოვნი.
ბორანი სევოლი 2016 წლის 16 აპრილს ამობრუნდა, როდესაც ინჩხონიდან ჩეჯუდოში მიცურავდა. დაიღუპა 295 ადამიანი – ძირითადად სკოლის მოსწავლეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები