შოტლანდიამ დიდ ბრიტანეთს დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიმართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მათ შოტლანდიიდან დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ოფიციალური მოთხოვნა მიიღო. შესაბამისი წერილი ტერეზა მეის შოტლანდიის პრემიერმა ნიკოლა სტერჯენმა გაუგზავნა.
28 მარტს შოტლანდიის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინადადებას მხარი დაუჭირა. შოტლანდიაში რეფერენდუმის ჩატარება 2018 წლის შემოდგომაზე ან 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები