პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონზე: გავაგრძელებ კონსულტაციას ყველა იმ მხარესთან, ვისაც უნდა უფრო კარგი კანონმდებლობის შექმნა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის გამართავს და გააგრძელებს კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ პირთან, ვისაც სურს, რომ უკეთესი კანონმდებლობა მიიღოს.
“საზოგადოება აქტიურად ჩართულია ამ კანონის განხილვაში. ეს არის წინაპირობა, ნორმალური, დაბალანსებული, დემოკრატიული კანონმდებლობის მიღების თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო პარტიების, ბიზნესსექტორის, საპარლამენტო ოპოზიციის აქტიურობა, ასეთი ტიპის ჩართულობა ყოველთვის განაპირობებს პროცესის სიჯანსაღეს და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესიის ბოლო იქნება ძალიან ადეკვატური. მე არაერთხელ გამიგია, რომ აქ არის დილემა სახელმწიფო ინტერესებსა და ინდივიდუალურ უფლებებს შორის, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ პიროვნების და სახელმწიფოს ინტერესები ყოველთვის თანხმობაშია ერთმანეთთან და საჭიროა, რომ მივაღწიოთ სწორ ბალანსს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქტივობის შედეგად, სწორი ბალანსი იქნება მიღწეული. მე გავაგრძელებ კონსულტაციას ყველა იმ მხარესთან, ვისაც უნდა და აინტერესებს უფრო კარგი კანონმდებლობის შექმნა“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები