ტრამპი – ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკება უმძიმესი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ცზინპინთან მოლაპარაკება „ძალიან მძიმე“ იქნება.
„მომავალ კვირას დაგეგმილი ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა ძალზე მძიმე იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია იმ მდგომარეობის შენარჩუნება, როდესაც გვაქვს სავაჭრო დეფიციტი, რის გამოც სამუშაო ადგილებს ვკარგავთ“, – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
მან ასევე დაწერა, რომ ამერიკული კომპანიები ალტერნატიული ბაზრების მოსაძებნად მზად უნდა იყვნენ.
აშშ-ის და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა 6-7 აპრილს ფლორიდაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები