კიმ ჩენ ნამის ცხედარი მალაიზიიდან ჩრდილოეთ კორეაში გადაასვენეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის, კიმ ჩენ ნამის ცხედარი მალაიზიიდან ჩრდილოეთ კორეაში გადაასვენეს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლუ კანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. თვითმფრინავი, რომლითაც ცხედრის გადასვენება მოხდა, თავდაპირველად, პეკინში ჩაფრინდა, ხოლო შემდეგ – ჩრდილოეთ კორეაში.
იმ ჩენ ნამი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში 13 თებერვალს მოკლეს. ის ორმა ქალმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები