სერბეთში 2 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

სერბეთში 2 აპრილს, კვირას, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. Ipsos-ის ცენტრის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ამ ეტაპზე, მოქმედი პრემიერ-მინისტრი – ალექსანდრე ვუჩიჩი დამაჯერებლად ლიდერობს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ვუჩიჩს ამომრჩეველთა 54,3% უჭერს მხარს, ხოლო მეორე ადგილზე გასულ საშა იანკოვიჩს ამომრჩეველთა მხოლოდ 12,8 პროცენტი ემხრობა. ის წარმოადგენს პოლიტიკურ მოძრაობას „სერბეთი შიშის გარეშე“. ოთხეულში შედიან ასევე, საპრეზიდენტო კანდიდატები ლუკა მაქსიმოვიჩი და სერბეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ვუკ ერმიჩი.
თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ხმათა 50%-ს ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური 16 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები