„რუსეთის პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, „სამხრეთ ოსეთი“ სახელმწიფოდ არის აღიარებული, არაკანონიერია“

“რუსეთის პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, „სამხრეთ ოსეთი“ სახელმწიფოდ არის აღიარებული, არაკანონიერია”, – ამის შესახებ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე განაცხადა.
​ლაჰიუს თქმით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ რუსეთი დაინტერესებული არ არის, რეგიონში არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.
„რუსეთის პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, „სამხრეთ ოსეთი“ სახელმწიფოდ არის აღიარებული, არაკანონიერია. ამ პოლიტიკას არ ცნობს საერთაშორისო საზოგადოება, გაერო და ნატოს წევრი ქვეყნები. აღნიშნული შეთანხმება უარყოფითი ნაბიჯია, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი დაინტერესებული არ არის, რეგიონში არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“, – აღნიშნა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები