წყნეთში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ და წყნეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ წყნეთში აფხაზეთისა და ამილახვრის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური წყნეთში, აფხაზეთისა და ამილახვრის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
აფხაზეთისა და ამილახვრის ქუჩებზე მიმდინარეობს ამორტიზებული ასფალტის საფარის დემონტაჟი. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე დაიგება ახალი ორფენიანი ასფალტის საფარი (აფხაზეთის ქუჩაზე 5202მ2, ხოლო ამილახვრის ქუჩაზე 5742 მ2), მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით.
ასევე, კაპიტალურად შეკეთდება აფხაზეთის ქუჩის მიერთებები – გაგრის ქუჩა 517 მ2 (აფხაზეთის ქუჩიდან- გურამიშვილის ქუჩამდე); გრიგოლ აბაშიძის ქუჩა 430 მ2.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „ბლექსი გრუპი“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები