კახაბერ კუჭავა ქეით პენტუს-როსიმანუს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა დღეს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ქეით პენტუს-როსიმანუსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება, ძირითადად, საქართველოსა და ესტონეთს შორის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხებს დაუთმეს და ამ კუთხით, სამომავლოდ, მჭიდრო კავშირების დამყარებაზე შეთანხმდნენ.
„ყურადღება გამახვილდა იმ უდიდეს მიღწევებზე, რომლებიც ესტონეთის სახელმწიფოს გარემოსდაცვის სფეროში აქვს. დღესდღეობით, ისინი არიან ნომერ პირველები მსოფლიოში, გარემოსდაცვითი რეფორმების და ჰაერის სისუფთავის კუთხით. მათ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელეს, რომლებიც ჩვენთვის სამაგალითოა. შევთანხმდით, რომ ესტონელები თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ჩვენი მხრივ კი, შევეცდებით, რომ ეს გამოცდილება ჩვენს გარემოსდაცვით რეფორმებში გავითვალისწინოთ”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ კახაბერ კუჭავამ, რომლის თქმითაც, მხარეებმა თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ეხება.
კახა კუჭავას განცხადებით, თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც შედგება, რათა ესტონელებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და აღებული ვალდებულებების უფრო ეფექტურად შესრულებაში დაეხმარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები