მარიუპოლში მომხდარი აფეთქებისას უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის ცენტრში უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ალექსანდრე ხარაბერიუში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპული, ფაქტობრივად, უკრაინის უშიშროების სამსახურის დონეცკის კონტრტერორისტულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ჟურნალსიტებს განუცხადა, მანქანის აფეთქების შედეგად ხარაბერიუშმა ორივე ფეხი დაკარგა და სისხლისგან დაიცალა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც დონეცკის ოლქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ აბროსკინმა განაცხადა, ტერაქტი, სავარაუდოდ, ე,წ. დონეცკის რესპუბლიკის დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა. ამის გამო რეგიონში უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები